საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში

საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის (სამმართველო) უფროსის მირიან მეგრელიშვილისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის პროკურორ ქრისტინე კვეკვეციას ორგანიზებით 2024 წლის 15 თებერვალს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა შეხვედრა თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან ტერორიზმის თემაზე.

 

შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში,  კონტრტერორისტულ ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი მაია სილაგაძე.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები ნონა თოდუა და მაია ივანიძე.

 

მაია სილაგაძის მიერ პრეზენტაციის წარმოდგენის შემდეგ ტერორიზმის თემაზე დაისვა კითხვები, რაზეც პასუხი იქნა გაცემული, ასევე გაიმართა დისკუსია.

თარიღი: 22/03/2024